ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
იყოჩაღა კვიპროსის ჩემპიონატზე ახნას "ეთნიკოსის" 20 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა ნიკოლაი ყიფიანმა (სიმაღლე 190 სმ), რომელიც რუსეთის მოქალაქეა და შარშან გადავიდა ამ გუნდში მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებიდან. მან დღეს ქვეყნის ჩემპიონატის მე-2 ტურში "პაფოსთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩში დუბლი მიითვალა.

ნიკა თბილისშია დაბადებული, როგორც ამბობს, აქ ნათესავები ყავს და ქართული ფეთქებადი ხასიათი აქვს. რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თუმცა ორმხრივი სურვილის შემთხვევაში მისი ჩვენს ეროვნულ გუნდში მოწვევა შესაძლებელია.

გეცოდინებათ, "ეთნიკოსში" ასპარეზობს ქართველი თავდამსხმელი გიორგი ილურიძე. ის ამჯერადაც სათადარიგო იყო.