ნეიმარს ფილიპე კოუტინიოსთვის "ბარსელონაში" გადასვლისაგან თავის შეკავება არ ურჩევია

AutoSharing Option
ბრაზილიური "ესტადაო ესპორტესი" იუწყება, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა "ლივერპულის" ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს სელესაოს შეკრებაზე "ბარსელონაში" გადასვლისგან თავის შეკავება ურჩია, დეზინფორმაციაა და მეტი არაფერი.

ბრაზილიელები პორტუ ალეგრიში ეკვადორთან შესახვედრად ემზადებიან და კოუტინიოს პირადმა ექიმმა მაიკლ სიმონიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელს არაფერი არა სჭირს. როგორც იცით, ფილიპე ზურგის ტრავმას იმიზეზებდა და "ლივერპულში" არ თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული