მესი და სუარესი 2030 წლის მუნდიალის ერთობლივად არგენტინასა და ურუგვაიში ჩატარებას დაუჭერენ მხარს

AutoSharing Option
ბარსელონას" თავდამსხმელები ლეო მესი და ლუის სუარესი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ერთობლივად არგენტინასა და ურუგვაიში ჩატარებას დაუჭერენ მხარს. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მუნდიალის ამ ქვეყნებში გამართვის მომხრეა.

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვილმარ ვალდესის ინიციატივით ისინი ჩაიცმევენ მაისურებს, რომლებიც ციფრს 2030-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, პირველი მუნდიალი ურუგვაიში 1930 წელს გაიმართა. ზეგ ეს ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე შეხვდებიან ერთმანეთს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული