ხორხე სამპაოლი: ნაკრები ლეო მესიზეა დამოკიდებული

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ აღიარა, რომ მისი გუნდის თამაში თავდამსხმელ ლეო მესიზეა დამოკიდებული:

„ალბისელესტესთვის ძნელია არ იყოს დამოკიდებული მესიზე. ჩვენს გუნდში ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გამოყენების საშუალება გვაქვს. ამა თუ იმ სიტუაციაში რაც შეიძლება კარგად უნდა გამოვიყენოთ.

უნდა გავაძლიეროთ მისი ურთიერთმოქმედება ბანეგასთან, დი მარიასთან, იკარდისთან და დიბალასთან. მესის შეუძლია მათთან ერთად უფრო სასარგებლო იყოს“.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორედ ამიტომ არის ამ დღეში მესიზე რომ არის დამოკიდებული.კაცს რომელსაც ფულის დათვლის მეტი არაფერი აინტერესებს ფეხბურთისთვის სადა სცალია.ფულის გულისვის ბარსასაც უღალატებს.
ეგრე ჩანს
15:09 06-09-2017
3

სიახლეები პოპულარული