რობერტ ლევანდოვსკის მადრიდის "რეალში" გადასვლა სწადია

AutoSharing Option
As-ი ამტკიცებს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადასვლა უნდა და თავის კლუბთან მოლაპარაკების წარმოება თავის საფეხბურთო აგენტებს დაავალა.

ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება და კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე ამბობს, რომ მასში გამოსასყიდი თანხა არაა ჩაწერილი. ასე რომ, რობერტის კონტრაქტს ვერ გამოისყიდიან.

და კიდევ. გაისად ლევანდოვსკი უკვე 30 წლისა იქნება და თუ ასე უნდოდა ბლანკოსში თამაში, როდესაც მისი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ეპატიჟებოდა, მაშინ უნდა გადაბარგებულიყო.

გეხსომებათ უთუოდ, როცა "დორტმუნდში" ასპარეზობდა, 2013 წლის აპრილში
პოლონელმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში იკერ კასილიასს 4 გოლი გაუტანა და განმეორებითი შეხვედრის წინ ესაუბრა პერესი, მაგრამ ვერ დაიყოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული