მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო დისკვალიფიცირებულია, პრიმერაზე "სოსიედადთან" ვერ ითამაშებს, მეგობარ ქალთან ჯორჯინა როდრიგესთან ერთად, რომელიც მისგან ორსულადაა, ლისაბონში გადაფრინდა და "ტონდელასთან" შეხვედრაში "სპორტინგს" უგულშემატკივრა. მატჩი დედაქალაქელებმა 2:0 მოიგეს.
შეგახსენებთ, რონალდო "სპორტინგის" აღზრდილია და 2003 წელს იქიდან გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში".