ჯანო ანანიძის თანაგუნდელები მწვრთნელის გაგდებას ცდილობენ?

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონატზე 2:0-ს უგებდა გასვლაზე "ტოსნოს", მაგრამ მოახერხა და გუნდთან, რომელიც 28-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა. "სახალხო გუნდის" განაცხადში კვლავ არ ყოფილა ტრავმირებული ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

"სპარტაკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ ეჭვი გამოთქვა, რომ ფეხბურთელებს მწვრთნელის გაგდება უნდათ და სპეციალურად თამაშობენ ცუდად. იგივე მოსაზრება გამოთქვა საფეხბურთო ექსპერტმა ვალერი რეინგოლდმა.

მან განაცხადა, რომ "სპარტაკი" სამარცხვინოდ თამაშობს, ამის ყურება გულისამრევია, ფეხბურთელებს ეტყობა კარერას თავიდან მოცილება უნდათ, რომელიც გაუპარსავია, კანკალებს და მალე შესაძლოა შეგირდებმა საგიჟეთში მოახვედრონ.

თავად
კარერამ დაიჩივლა, ერთი კითხეთ ფეხბურთელებს რა ხდება, მე ამას ვერ ავხსნი, პრობლემა მათი საქციელი და საქმისადმი დამოკიდებულებააო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული