ფიფამ 2017 წლის სამი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლის მწვრთნელის გამოსავლენად სამი პრეტენდენტი დაასახელა. 12 ნომინირებულიდან ფინალისთვის სამი სპეციალისტი შეირჩა.

ფიფას "ტვიტერის" ცნობით, წლის მწვრთნელობის პრეტენდენტები არიან:

მასიმილიანო ალეგრი ("მილანი")
ანტონიო კონტე
("ჩელსი")
ზინედინ ზიდანი
("რეალი").

ფიფას დაჯილდეობის ცერემონიალი 23 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ორგანიზაცია საუკეთესოებს ერთბაშად რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს. დასახელდება საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცებში, საუკეთესო მწვრთნელი ქალებში, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო ფეხბურთელი.
ასევე დაგაინტერესებთ