"სიონის" პრეზიდენტმა ტელეკომენტატორი სახალხოდ გალახა

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, 60 წლის როლფ ფრინგერი ამჟამად ტელეკომენტატორად მუშაობს, სისტემატურად აკრიტიკებს "სიონის" პრეზიდენტს კრისტიან კონსტანტინს და მის მართველობის სტილს სულელურს უწოდებს.

ჰოდა, "ლუგანოსა" და "სიონის" მატჩის დასრულებისთანავე კონსტანტინი პირით ხაზთან მყოფ ფრინგერთან მივიდა, რომელიც ფეხბურთელებთან მატჩისშემდგომი ინტერვიუების აღებას აპირებდა და ცემა, მერე კი თქვა, მხოლოდ პანღური ამოვარტყი, კონკრეტულად მე თავი უნდა დამანებოს, თორემ კლუბი და ვინც უნდა, რამდენიც სურს, იმდენი აკრიტიკოსო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული