უგზო-უკვლოდ დაკარგული ბაქარი სანია გამოჩნდა

AutoSharing Option
არ გაუგრძელა „მანჩესტერ სიტიმ“ ზაფხულში კონტრაქტი 34 წლის მცველს ბაქარი სანიას და მას შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული იყო. გუშინ „სანმა“ მისი სურათი გამოაქვეყნა, სადაც ბაქარი მინი ავტომობილთან დგას, რომელიც ცოტა არ იყოს უცნაური შეფერილობისაა და პატრონს თურმე, ძალიან მოწონს.

სანიამ არ გაამხილა რას გეგმავს, თუმცა ჯერ შესაძლოა თვითონაც არ იცის, მხოლოდ ის თქვა, ჩემს ლამაზ მეუღლესთან ლიოდივინთან თავს ბედნიერად ვგრძნობ და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანიაო.

ბაქარი 2007 წელს საფრანგეთის ჩემპიონატის, 2008 და 2011 წლებში კი პრემიერლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველად აღიარეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული