არტურო ვიდალმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ამერიკის თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული ჩილეს ეროვნული გუნდი ვერ გავიდა მუნდიალზე, მისმა ნნახევარმცველმა არტურო ვიდალმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ იუწყა და თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს მიმართა:

"ბიჭებო, გმადლობთ ერთად გატარებული წლებისათვის, იმისათვის, რომ კვდებოდით მოედანზე, იმისათვის, რომ ბევრი რამ ასწავლეთ ქვეყანასა და ერთმანეთს. გამოფიტული და განადგურებული ვარ, მაგრამ ამაყი გახლავართ გუნდით".

30 წლის ვიდალმა ნაკრებში 95 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა, ორჯერ მოიგო ამერიკის თასი, ხოლო წელს კონფედერაციათა თასზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული