არტურო ვიდალმა ჩილეს ნაკრების დატოვება გადაიფიქრა

AutoSharing Option
მუნდიალის საგზურის გარეშე დარჩენილმა მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ცხელ გულზე თქვა, რომ ჩილეს ნაკრებს ტოვებს, მაგრამ როდესაც დამშვიდდა და დაფიქრდა, განაცხადა, რომ მზადაა კვლავ ემსახუროს თავის ქვეყანასა და ეროვნულ გუნდს:

"მებრძოლმა შეიძლება იტიროს, შეშინდეს, იმედგაცრუებული დარჩეს, მაგრამ არ დანებდება და სიკვდილამდე იომებს! ყოველთვის, როცა ნაკრებში გამომიძახებენ, თამაშისთვის მზად ვიქნები. ახლა გვიჭირს, თუმცა ეს დასარული არაა. დასასრული არაა არც ამ თაობისთვის. ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით.ნუ დაგვასამარებთ. ჩვენ ჩილელი მებრძოლები ვართ. შემდეგ ბრძოლაში შევხვდებით!"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული