გორდონ სტრაჩანი შოტლანდიის ნაკრებიდან წავიდა

AutoSharing Option
იმის გამო, რომ შოტლანდიის ნაკრებმა ვერ მოიპოვა მუნდიალის საგზური, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელს გორდონ სტრაჩანს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტა კონტრაქტი.

სტრაჩანმა სლოვენიასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ დაიჩივლა, რომ სკოტები დაბლები არიან, ეს გენეტიკაა, ვერაფერს მოახერხებენ, ხშირად უშვებენ გოლებს სტანდარტულებიდან და ამ პრობლემის აღმოფხვრა ძალიან უჭირთ.

შოტლანდიამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, პირველზე ინგლისი გავიდა, ხოლო მეორეზე სლოვაკეთი, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე მეორეადგილოსნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი ქონდა და პლეი-ოფში ვერ გავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ