12:12 17-10-2017
კაკამ "ორლანდო სიტიში" ბოლო მატჩი ჩაატარა - ბრაზილიელი კარიერის ასრულებს? [VIDEO]
AutoSharing Option
ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა უკვე განაცხადა, რომ არ გააგრძელებს კონტრაქტს, რომელიც სეზონის ბოლომდე იყო გათვალისწინებული.
"ორლანდოს" სეზონში ბოლო შეხვედრა "ფილადელფიასთან" სტუმრად დარჩა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ამ მატჩში კაკა მონაწილეობას არ მიიღებს.
ბოლო საშინაო შეხვედრა "ორლანდომ" შინ "კოლამბუსთან" ჩაატარა.
"რთული იყო მატჩზე კონცენტრირება, ბევრი აზრი მომდიოდა თავში. ეს განსაკუთრებული მატჩი იყო და მოგება მინდოდა", - თქვა კაკამ შეხვედრის შემდეგ, მაგრამ დაპირისპიერბა "კოლმაბუსის" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მიმდინარე სეზონი "ორლანდო სიტიმ" წმიდა სანფეხბურთო სტადიონზე Orlando City Stadium-ზე ჩაატარა. საშუალოდ მატჩებზე კი 25 ათასი ადამიანი დადიოდა, რაც მე-4 მაჩვენებლია MLS-ში.
კაკა მთავარი ვარსკვლავი იყო არამარტო "ორლანდო სიტის", არამედ მთელი ლიგის. ბრაზილიელი ფეხბურთელი წელიწადში 7.2 მილიონ დოლარს იღებდა, თუმცა სამი სეზონის განმავლობაში გუნდი პლეი ოფში ერთხელაც ვერ გაიყვანა.
"საბოლოოდ აქ მთავარი შედეგები კი არა, არამედ ის იყო, რისი შეცვლაც შევძელით. მე ბევრი ვისწავლე ამ კლუბში და ამ ქალაქში. ერთხელაც, არ ვიცი როდის, მაგრამ ახლო მომავალში მე კარიერას დავასრულებ, მაგრამ ეს ქომაგები ჩემს მეგობრებად დარჩებიან. "ორლანდო სიტისთან" ყოველთვის კარგი ურთიერთობა მექნება, ყოველთვის დავრჩები "ლომად" და გუნდს ვუგულშემატკივრებ", - განაცხადა კაკამ.
ბრაზილიელმა ასევე "ორლანდოდან" წასვლის მეზეზებზე ისაუბრა.
"ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ, რადგან ყოველი მატჩის შემდეგ ტკივილს ვგრძნობ. ჩემი სხეული ვერ უძლებს დატვირთვებს.
35 წლის ასაკში ბევრად რთულია შეხვედრის შემედგ აღდგენა, მაგრამ ამის გამო არ ვთქვი უარი კონტრაქტის გაგრძელებაზე. ეს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას არ ეხება", - აღნიშნა ბრაზილიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული