- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?
- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.
- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?
- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.
- თუ ზუსტად მახსოვს,
- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.
- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.
- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?
- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.
- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.
- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
აგრეთვე ამერიკელები ხშირად იტყვიან მე იტალიელი ან ირლანდიელი თუნდაც ჯამაიკელი ვარო
გამსახურდიაც მეგრელი იყო თუმცა აქ არცერთი ხართ მასზე ბუმბერაზი ქართველი
ეეჰ,ნეტავ დანარჩენი საქართველოც ასეთი სეპარატისტები ვიყოთ.
მეგრელებზე მეც ვიცი ბევრი ანეგდოტი და ხშირად მითქვამს კიდეც,მაგრამ ვინც მეტყვის რომ სვანი ან მეგრელი ქართველი არ არის,სისხლს შევასხავ.ვენაცვალე მაგათ ჯიშსა და ჯილაგს.