- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?
- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.
- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?
- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.
- თუ ზუსტად მახსოვს,
- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.
- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.
- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?
- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.
- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.
- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
რომ არ იცოდეს,რომ ქართველია,მაშინ კითხვაზე:,, ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?
- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ. ,,-...უპასუხებდა,რომ არ არის ქართველი და არც განიხილავდა საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას!..ასეა ეს და არ არის საჭირო ლანძღვა იმაზე,რაც არც გაუფიქრებია,არც დაუშვია.მან პასუხით პრაქტიკულად დაადასტურა,რომ ქართველია სამეგრელოდან!
რა შეეხება მის საქართველოს ნაკრებში თამაშს.ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები,რომელსაც აქვს სათამაშო პრაქტიკა კლუბში(უპრაქტიკოები ისედაც ბლომად გვყავს),მაგრამ როცა ჯიქია ,,სპარტაკში,,გადავიდა,უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მას ,,სპარტაკის,,ძირითადში ადგილი მოეპოვებინა თუ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა!ხოლო თუ ძირითადში ვერ ითამაშებდა,არ ექნებოდა სათამაშო პრაქტიკა,მაშინ უკვე არც საქართველოს ნაკრებს გამოადგებოდა...ჩამოსული იყო ჯიქია საქართველოში, ,,გასაკეთებელი,,იყო ევროპული კლუბი,მაგრამ ვერ მოხეხდა და ...უკაცრავად და საფეხბურთო საკლუბო კარიერა ფეხებზე ვერ დაიკიდა,ვერ თქვა უარი ,,სპარტაკის,,მიერ ფინანსურად ძალიან კარგ შეთავაზებაზე.ნათესავებიც ტვინს ,,გაუბურღავდნენ,,:,,ფარა,ფარაო,,და ...რა გვიკვირს?ქართული კლუბებიდან ხომ ფეხბურთელები არამარტო სპორტული თვალსაზრისით მიდიან უცხოეთში?ზოგი ხომ საერთოდ ისეთ კლუბში მირბის,რომლის სახელწოდებასაც პირველად გაიგებს ფეხბურთის ყველაზე ,,გიჟი,,ქომაგიც და ...
სხვა საკითხია,რომ მეტი უნდა ესმოდეს და რუსეთის ნაკრებში მაინც არ უნდა ეთამაშა,მაგრამ მაგდენი ,რომ ესმოდეს გარშემო ახლო წრე ურთიერთობის ახალგაზრდა ბიჭს შესაბამის ცნობიერებას და ღირებულებებს უნდა უყალიბებდეს
პ.ს. რაც შეეხება მის ნაკლებად ქართულის ენის ცოდნას-მე ვიცი მოსკოვში მცხოვრები აფხაზეთიდან ლტოლვილი ქართველი,რომელმაც აღიარა,რომ ქართული ისწავლა მოსკოვში ქართულ დიასპორასთან ურთიერთობაში.მდგომარეობა ქართული ენის არ იყო სახარბიელო(რბილად)საბჭოთა საქართველოს დროს აფხაზეთის ასსრ-ში...უფრო რუსულად
კიდევ, ძალიან გამეცინა, ვერ მცნობენო და ამიტომ ფეხბურთი არ ესმითო. ჯერ ერთი "სპარტაკი" რა გუნდია, რომ მაგის ფეხბურთელს ვინმე, სადმე ცნობდეს და მეორე ეგ თვითონ რას წარმოადგენს.
ერთი გამოყ... ნაკლები ითამშებს ქართულ ნაკრებში.