- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?
- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.
- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?
- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.
- თუ ზუსტად მახსოვს,
- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.
- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.
- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?
- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.
- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.
- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
აგერ "შუაგულ" საქართველოში კაცი (ამბობენ არაქართველი)ორჯერ პრეზიდენტად ავირჩიეთ,ნუ ქართველებს რაც დამართა მსოფლიომ გაიგო, მერე დაგვიკიდა,წავიდა ,ჩვენი პასპორტი მოისროლა,სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა... და მაინც დღემდე რამდენი მხარდამჭერი ყავს...სავარაუდოდ გაუნათლებელმა ჯიქიამ რაღაც დააბრეხვა და მაგრად გავბრაზდით არა მარტო მასზე,მთელ კუთხეზე.
რა გენიალური დაგვიწერა დიდმა ილიამ "ბედნიერი ერი ",სხვათა შორის მართალმა ილიამ თქვა: სამეგრელოში ვარ და საქართველო ვნახეო....
ჯიქიაზე უკეთესებად ვერ გიცანით, სიამოვნებით დავწერდი თქვენზე კომენტარებს და შეგამკობდით მეგრულ-ქართული გინების საუკეთესო ნიმუშებით, მაგრამ ნაგინები ჩანხართ უკვე და დროის ფუჭ ხარჯვად მიმაჩნია ჩემი მდიდარი ლექსიკის თქვენს მიმართ უშვერად გამოყენება.
პ.ს. ვირისგან წიხლი არ გეწყინოსო და არ გვწყინს ჩვენ მეგრელებს თქვენი წიხლები...
მეგრელი იყო არის და იქნება ქართველი, თქვენ კი ტლინკებით გიცანით რაც ხართ...
შენი გულწრფელობის ნაღდად მჯერა, ძმაო, მაგრამ იმას რა ვუყოთ რომ ბევრიმეგრელი რომ სხვანაირად თვლის?! პირადად მე აფხაზეთში გავიზარდე და ბავშვობაში არაერთხელ შევესწარი ფაქტს, როცა რუსი ტურისტის შეკითხვაზე "რა ეროვნების ხარ"-ო, იქ მცხოვრები მეგრული გვარის მქონე ადამიანი პასუხობდა "მეგრელი ვარ"-ო. სამწუხაროდ, არც ახლაა ცოტა ასეთები...
"ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მხარდაჭერით მარიამ დემურიამ ყველაზე ხელმოკლე ადამიანებისთვის დააარსა „ავჭალის აუდიტორია", სადაც კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე და იმართებოდა სხვადასხვა წიგნის, სტატიის, დოკუმენტის საჯარო კითხვა. ფაქტობრივად, ეს სახლი იქცა ქართული ენის დაცვის, თეატრის განვითარების, არაფორმალური განათლებისა და პოლიტიკური სოციალიზაციის რევოლუციურ კერად, რომლის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ყველას თანასწორად ჰქონდა.
მარიამ დემურია დიდხანს განაგებდა ნაძალადევის სახალხო ბიბლიოთეკას, რომელიც თავისი მუშაობით იმდროინდელი თბილისის ქართულ ბიბლიოთეკებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა.
1904 წელს მარიამმა დააარსა საგანმანათლებლო საბავშვო ჟურნალი „ნაკადული", რომლის პირველი ნომერი ნოემბერში გამოვიდა და რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს აშუქებდა. რაც მთავარია, გამოცემა მალევე გამრავალფეროვნდა სპეციალური ჩანართით, რომელსაც „პედაგოგიური ფურცელი" ეწოდებოდა. ჟურნალის გარშემო შემოკრებილნი იყვნენ იმ პერიოდის ყველა ცნობილი მწერალი და პედაგოგი.
თავად მარიამ დემურია, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალის სულისჩამდგმელი და დამაარსებელი იყო, ოფიციალურად „ნაკადულს“ 1906 წლიდან რედაქტორობდა.
„მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება… შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში… მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით… გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება… და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან… თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა…“
აგრეთვე ამერიკელები ხშირად იტყვიან მე იტალიელი ან ირლანდიელი თუნდაც ჯამაიკელი ვარო
გამსახურდიაც მეგრელი იყო თუმცა აქ არცერთი ხართ მასზე ბუმბერაზი ქართველი
და აქ ზოგიერთი კომენტარის ავტორიც
სტატია,რომ მხოლოდ უარყოფით განწყობას,შურის გაღვივებას,პროვოცირებას გათიშვისკენ(იმას რაც საქართველო მტერს უნდა!) გამოიწვევდა ...ნუთუ სპორტალზე ვერ მიხვდნენ?!...
სკანდალური სათაურით გინდათ საიტის პოპულარობა გაზარდოთ ,,,ფული,, იშოვოთ?! და რის საზღაურად?!...ჯიქიაც ,,ფულის ,,გამო თამაშობს რუსეთის ნაკრებში და თქვენც ,,ფულის,, გამო რუსული სპეცსამსახურების საქმეს აკეთებთ!..განსხვავებას ვერ ხვდებით?...თქვენგან მეტი ზიანია საქართველოს სახელმწიფროების!
..დაბლოკეთ-აბა თქვენ იცით...