
მას ეს ოჯახისთვის და ახლობლებისთვის გაუმხელია. ამ ამბავს განსაკუთრებით ანტონიოს მეუღლე ელიზაბეტა მუსკარელა გაუხარებია, რომელსაც არ მოსწონს ინგლისში ცხოვრება.
48 წლის კონტე სისტემატურ კონტაქტზეა "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტთან ნასერ ელ ჰელაიფისთან, რომელსაც უთქვამს, როცა "არისტოკრატებიდან" აიბარგები, მაშინვე ჩაგაბარებ გუნდსო. პარიზული კლუბი მწვრთნელს უნაი ემერის კონტრაქტს გაუწყვეტს და გვარიან კომპენსაციას გადაუხდის.