კრეატივის მეფეები: ევროპის საუკეთესო საგოლე გადაცემების შემქმნელები

AutoSharing Option
ბრიტანულმა გამოცემა 90MIN-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, თუ ვინ აკეთებს ევროპაში ყველაზე ხშირად საგოლე გადაცემებს და ამ მაჩვენებლების მიხედვით საუკეთესო ხუთეული შეადგინა.

მთავარი მოულოდნელობა პირველი ადგილი გამოდგა, რაც ნებისმიერი ფეხბურთის ქომაგს გააოცებს.

სტატისტიკა შედგენილია ბოლო 5 წლის მიხედვით და მონაცემების დამუშავება მოხდა შემდეგნაირად: ფეხბურთელის მიერ გაცემული პასი თანაგუნდელზე, რომელიც კარის მიმართულებით დაარტყეს. ეს დარტყმა კი შეიძლება მეკარეს აეღო ან შეტევის ბოლო ფაზაში არასწორად დაერტყათ, ან სულაც შეიძლება გოლიც გასულიყო.

5. ედენ აზარი - 419 შექმნილი შანსი
Sportall.Ge

ედენ აზარის ამ პოზიციაზე ყოფნა
პატარა სიურპრიზია, რადგან რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბელგიელმა თანაგუნდელებს 419-ჯერ მისცა შანსი, გოლი გაეტანათ.

ბელგიელი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია "ჩელსისთვის" და ჩავარდნილი სეზონების მიუხედავად, ის სხვა კუთხით მუშაობდა გუნდის დასახმარებლად.

მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად ედენ აზარი იმედოვნებს, რომ ის "ჩელსისთვის" უფრო ნაყოფიერი ფეხბურთელი გახდება.

4. დავიდ სილვა - 454 შექმნილი შანსი
Sportall.Ge

ერთადერთი, რაც უნდა გაგვიკვირდეს, თუ რატომ არ არის დავით სილვა ამ სიის სათავეში. ესპანელი "მანჩესტერ სიტისთვის" ფენომენალური ფეხბურთელია. 7 წელია, რაც ის ინგლისში გადაბარგდა და გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა.

ამდენი მცდელობის მიუხედავად, მისმა თანაგუნდელებმა მხოლოდ 70-ჯერ გამოიყენეს მიცემული პასი, რაც დაეხმარა გუნდს, ორჯერ დაუფლებოდა პრემიერლიგის ტიტულს.

3. კევინ დე ბრუინი - 463 შექმნილი შანსი
Sportall.Ge

ეს სეზონი ბელგიელისთვის შთამბეჭდავია და სავარაუდოდ, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება. მან მადლობა უნდა გადაუხადოს პეპ გვარდიოლას, რომელიც აცხადებს,  რომ ბელგიელი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე უნახავს.

დე ბრუინი დავიდ სილვასთან და სერხიო აგუეროსთან ერთად ინგლისის პრემიერლიგაში საუკეთესო შეტევას ქმნის. ვინაიდან დავიდ სილვა კარიერის დასასრულს უახლოვდება, ბელგიელს აქვს შანსი,  გახდეს "მანჩესტერ სიტის" ლეგენდა.

2. მესუთ იოზილი - 516 შექმნილი შანსი
Sportall.Ge

როდესაც "არსენალი" ვერ ბრწყინავს, ბევრს ავიწყდება, თუ რა როლს ასრულებს გერმანელი მოედანზე. ოთხი წელია, რაც ის ლონდონშია და პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. იოზილი არის მოედნის ყველა წერტილში და ცდილობს,  დაეხმაროს როგორც შეტევას, ასევე დაცვას.

დღეს იოზილს წინ ალექსანდრ ლაკაზეტი ჰყავს და მას ნამდვილად შეუძლია მოამარაგოს პასებით, ფრანგს კი ძალუძს, ყველა გოლად აქციოს.

1. დიმიტრი პაიე - 546 შექმნილი შანსი
Sportall.Ge

ნომერ პირველი კრეატივის მეფე - შესაძლებელია, უფრო ცნობილ ფეხბურთელს ელოდით მის ადგილზე. დიმიტრი თამაშობს ნახევარდაცვასა და დაცვას შორის. ორი წლის განმავლობაში ის იყო "ვესტ ჰემში", დღეს უკვე "მარსელის" ფეხბურთელია.

ის ძალიან ბევრ შანსს აძლევს თავდამსხმელებს, მაგრამ ისინი ხშირად ვერ იყენებენ ამ შესაძლებლობას. რაც მთავარია, ფრანგი ფეხბურთელი მუდმივად ცდილობს, გაზარდოს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული