ავსტრიელების ახალ მწვრთნელად ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის გრაცის "შტურმის" გერმანელი თავკაცი ფრანკო ფოდა დანიშნეს. მას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმეს შრომითი ხელშეკრულება და თუ გუნდი ევროპირველობაზე გაიყვანა, კონტრაქტს ავტომატურად გაუგრძელებენ.
51 წლის ფოდა შეთავსებით "შტურმში" არ იმუშავებს.