ხორვატმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ არ ისურვა აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდთან მუშაობის გაგრძელება, კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს და მის ნაცვლად "ყარაბაღის" თავკაცი, 45 წლის ყურბან ყურბანოვი დანიშნეს, რომლის ხელმძღვანელბითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და მადრიდის "ატლეტიკოს" ორჯერ გაუგორა ფრე.
შეგახსენებთ, აზერელთა ნაკრებს ადრე გერმანელი ბერტი ფოგთსი წვრთნიდა.