რობერტ ლევანდოვსკი თაღლითმა მოატყუა

AutoSharing Option
პოლონეთში ერთი ოჯახი ფულს აგროვებდა თვალის კიბოთი დაავადებული ბავშვის სამკურნალოდ და დახმარებისთვის ერთი პიროვნება მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის დაუკავშირდა.

რობერტმა ბავშვის გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და 24 ათასი ევრო გადაურიცხა, მაგრამ ეს პიროვნება თაღლითი აღმოჩნდა, პირადი ანგარიშის ნომერი მიუთითებია და თანხა მიუთვისებია.

ლევანდოვსკიმ პოლიციას მიმართა და თაღლითი დააკავეს, რომელიც იხვეწება, ოღონდ გამიშვით და ფეხბურთელს ფულს უკან დავუბრუნებო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და რომ არ გაუშვან,ისე არ დაუბრუნებს?
ზაზა
00:50 10-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული