"ბარსელონა" "ლიონის" ნახევარმცველს ნაბილ ფეკირს აკვირდება

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "ბარსელონა" უკვე რამოდენიმე თვეა "ლიონის" 24 წლის შემტევ ნახევარმცველს ნაბილ ფეკირს აკვირდება, რომელმაც ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 11 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი ნაბილის თამაშის სანახავად თავად დაესწრო ევროპა ლიგაზე  "ლიონისა" და "ევერტონის" შეხვედრას (3:0).

თუმცა, მისი შეძენა იოლი არ იქნება, რადგან ფრანგული კლუბის პრეზიდენტი მიშელ ოლა გუნდის წამყვან ფეხბურთელს იოლად და იაფად არავის არ დაუთმობს.

გუშინ გაუწყეთ, რომ "სენტ ეტიენთან" მეხუთე გოლის გატანის შემდეგ, ფეკირმა მეტოქე
გუნდის ფანებთან მიირბინა, მათი კარის დალაშქვრა მესის სტილში აღნიშნა, რითაც პროვოცირება მოახდინა, ისინი მოედანზე გადაუხტნენ, გასახდელში ძლივს გაასწრო, პოლიცია 40 წუთი მოუნდა ქომაგების სტადიონიდან გაყრას და თამაში მაყურებლების გარეშე განახლდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული