დიკ ადვოკატი ჰოლანდიის ნაკრებს დატოვებს

AutoSharing Option
ნიდერლანდების ეროვნული გუნდის 70 წლის მწვრთნელმა დიკ ადვოკატმა განაცხადა, რომ ორ უახლოეს ამხანაგურ მატჩში, 9 ნოემბერს შოტლანდიასთან და 14 ნოემბერს რუმინეთთან უხელმძღვანელებს ნაკრებს და კონტრაქტს, რომელიც 31 დეკემბერს ეწურება, არ გააგრძელებს.

ადვოკატმა გუნდი გაზაფხულზე ჩაიბარა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა და რომელიმე კარგ კლუბში უნდა მუშაობის გაგრძელება, თუმცა ჯერ წინადადებით არავის არ მიუმართავს.