არგენტინამ მოსკოვში რუსეთს 1:0 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
მოსკოვში არგენტინის ნაკრების სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მატჩს "ლუჟნიკების" სტადიონზე 78 750 მაყურებელი დაესწრო, რაც რეკორდია. წინა რეკორდი 1999 წელს რუსეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების ევროშესარჩევის შეხვედრისას დაფიქსირდა - 75 600.

ეს ამხანაგური მატჩი სერხიო აგუეროს მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით ალბისელესტეს გამარჯვებით დასრულდა. რუსები მიიჩნევენ, რომ იმ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა იყო.

არგენტინელთა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ თქვა, რომ რა თქმა უნდა, რუსებს გერმანიის დონის გუნდი არა ყავთ, მაგრამ მუნდიალის წინ ყველა სტილის მეტოქესთან თამაშს უნდა მიეჩვიონ, ისე კი ურიგოდ
არ უასპარეზიათ.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა დენის გლუშაკოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაისური ლეო მესის გაუცვალა და გაიხუმრა, ვიცი მაისურების კოლექციას აგროვებს, ახლა სრული კომპლექტი აქვს, მის მაისურს კი სარეცხ მანქანაში შევაგდებ გასარეცხადო.

14 ნოემბერს ვერცხლისქვეყნელები კრასნოდარში ნიგერიელებს გაეთამაშებიან და ამ შეხვედრაში მესი მონაწილეობას არ მიიღებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული