მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილს 70 მილიონად გაყიდის

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" თავდამსხმელ გარეთ ბეილის ხშირი ტრავმებით შეწუხებულია და მზადაა ზამთარში 70 მილიონ ევროდ გაყიდოს. არადა, ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" 120 მილიონად არ მიყიდა.

"დონ ბალონი" კი ირწმუნება, რომ უელსელმა "მანჩესტერ იუნაიტედში" და მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლაზე უარი თქვა, რადგან "მანიუს" შეთავაზებული ხელფასი ეცოტავა, ბუნდესლიგაში თამაში კი არ ხიბლავს.

მას ბლანკოსთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს უმთავრდება. გარეთმა ამ სეზონში ლა ლიგის 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ