ბუფონი წავიდა - ჯიჯი და სხვა ევროპელი რეკორდსმენები

AutoSharing Option
ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრებში კარიერა 175-მატჩიან ნიშნულზე დაასრულა.

იტალიის ნაკრებმა 13 ნოემბერს შვედეთს უმასპინძლა და ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მუნდიალს მიღმა დარჩა.

- დრამა "სან სიროზე" - იტალია უმუნდიალოდ დარჩა! [VIDEO]

შესაბამისად, მილანში ჩატარებული შეხვედრა ბუფონისთვის "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში ბოლო აღმოჩნდა.

გთავაზობთ 10 ფეხბურთელს, რომლებმაც ევროპაში ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს.

  • ტომას რაველი (შვედეთ) - 143
Sportall.Ge

ეს მეკარე ყველაზე კარგად გადამწყვეტ მატჩებში თამაშობდა.

"დანის წვერზე" თამაში ძალიან კარგად გამომდიოდა. ეს ზეწოლა ჩემთვის აუცილებელი იყო", - თქვა ერთხელ რაველიმ.

  • ანდერს
    სვენსონი (შვედეთი) - 143
Sportall.Ge

ნახევარმცველი და საჯარიმო დარტყმების სპეციალისტი, რომელმაც ნაკრები 2013 წელს დატოვა.

  • ანატოლი ტიმოშუკი (უკრაინა) - 144
Sportall.Ge

ევრო 2016 ტიმოშუკისთვის ბოლო ტურნირი აღმოჩნდა, რომელმაც მე-100 მატჩი უკრაინის შემადგენლობაში 2010 წელს ჩაატარა.

2011 წელს კი ტიმოშუკი უკრაინის დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

რობი კინი (ირლანდია) - 146
Sportall.Ge

კინი ნაკრებს აგვისტოში დაემშვიდობა. 18 წლის განმავლობაში მან 68 გოლი გაიტანა.

  • კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 147*
Sportall.Ge

არსებობს კი რამე რეიტინგი, სადაც რონალდო არ მოიხსენიება? პორტუგალიელის დებიუტი ნაკრებში 14 წლის წინ, ევრო 2004-ზე შედგა, სადაც მან გუნდთან ერთად ფინალამდე მიაღწია.

2016 წელს პორტუგალიამ ნანატრი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამჟამად რონალდო 79 გოლით ევროპის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორეა.

  • სერხიო რამოსი (ესპანეთი) - 148 *
Sportall.Ge

2013 წლის მარტში რამოსი ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნაკრებში 100-მატჩიან ნიშნულს მიაღწია. მაშინ ესპანელი სულ რაღაც 26 წლის იყო. რამოსს კიდევ აქვს დრო, რომ რეკორდები დაამყაროს.

რამოსის ანგარიშზე უკვე არის მუნდიალის ოქრო და ორი ევროპის ჩემპიონობა.

  • ლოთარ მათეუსი (გერმანია/გფრ) - 150
Sportall.Ge

ნახევარმცველი, რომელმაც ევროპის 1980 წლის ჩემპიონატი და მსოფლიოს 1990 წლის მუნდიალი მოიგო. მათეუსი გერმანული ფეხბურთის ორი ეპოქის სახე იყო.

"ის საუკეთესო მეტოქეა, ვისაც შევხვედრივარ. ვფიქრობ, ეს საკმარისი, რაც მასზე უნდა იცოდეთ", - თქვა მათეუსმა დიეგო მარადონაზე.

  • მარტინ რეიმი (ესტონეთი) - 156
Sportall.Ge

"სიკვდილამდე თამაში უბრალოდ არ შემეძლო", - აღიარა რეიმმა, რომელიც ესტონეთის ნაკრებს 2009 წელს, 38 წლის ასაკში დაემშვიდობა.

ტალინის "ფლორას" ლეგენდა ნაკრების ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა. თითქმის მთელი კარიერა მან სამშობლოში გაატარა, ერთი სეზონის გამორჩენით, რომელიც მან ფინეთში ითამაშა.

  • ვიტალი ასტაფიევი (ლატვია) - 166
Sportall.Ge

"მე მიყვარს ფეხბურთი და ყოველთვის მიყვარდა", - ამბობდა ლატვიელი ნახევარმცველი, რომელმაც ნაკრებში ბოლო შეხვედრა 2010 წელს, 39 წლის ასაკში ჩაატარა.

ასტაფიევის პიკი საერთაშორისო კარიერაში ევრო 2004-ზე გამოსვლა იყო.

"ჩვენ სასწაული მოვახდინეთ, ყველა გავაოცეთ. ეს ნამდვილი ბედნიერებაა", - ამბობდა ის ფინალურ ტურნირზე მოხვედრის შესახებ.

  • იკერ კასილიასი (ესპანეთი) - 167 *
Sportall.Ge

მეკარე, რომელიც კარიერის დიდი ნაწილი "რეალის" ერთგული იყო, ახლა კი "პორტოს" ღირსებას იცავს.

კასილიასი ნაკრებში გამოსვლას ასე აფასებდა:

"პასუხისმგებლობა, სიამაყე, სიამოვნება, სიხარული, გულშემატკივრების გახარება, წინაპართა პატივისცემა".

ბოლოს კასილიასმა ესპანეთის ნაკრების ღირსება 2016 წელს დაიცვა. ამის შემდეგ კარში დავიდ დე ხეა დგას.

  • ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) - 175
Sportall.Ge

მარტში ბუფონმა ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშა, რაც მისთვის პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში მე-1000 მატჩი გახდა, ხოლო "სკუადრა აძურაში" - 168-ე, რაც ევროპაში რეკორდული მაჩვენებელია.

2011 წელს ბუფონმა დინო ძოფის (111) რეკორდი მოხსნა და განაცხადა:

"როცა 1997 წელს სადებიუტო მატჩი ჩავატარე ნაკრებში, ჩემი ოცნება იყო, ამ ნიშნულამდე მივსულიყავი".

მსოფლიოს რეკორდი ახმედ ჰასანი (ეგვიპტე) - 184 მატჩი

ასევე, ქართველი ქომაგისთვის საინტერესო იქნება, ვინ ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი საქართველოს ნაკრებში:

  • ლევან კობიაშვილი (საქართველო) - 100
Sportall.Ge

ლევან კობიაშვილი საქართველოს მთავარ ნაკრებში 1996 წლიდან თამაშობდა. მისი ბოლო სანაკრებო მატჩი 2011 წელს საბერძნეთთან გაიმართა, რის შემდეგაც კიდევ სამი წლის განმავლობაში ბერლინის "ჰერტას" ღირსებას იცავდა.

ის ორჯერ (2000, 2005) დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.

ამჟამად კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტარია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქვეყანაში სადაც ჰყავდათ მესხი, მურთაზ ხურცილავა, დათო ყიფიანი, ვალოდია გუცაევი, ავთო ღოღობერიძე, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, იუზა ლოსაბერიძე, რამაზ შენგელია და ა.შ უამრავი სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელი (ყველას ვერ ჩამოვთვლი) და ამ ქვეყანაში კალაძეს და კობიაშვილს ფეხბურთელს დაუძახებენ, იმ ქვეყნის გუნდი არაა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის ღირსი!
შოდა
15 ნოემბერი 2017 11:47
0
რას ლაპარაკობ ეხლა... კალა დიდი მილანის წევრი იყო თითქმის 10 წელი და კობიმ მთლი კარიერა გერმანიაში გაატაა, სადაც ზოგადად უცხოელებს ასმაგად უწევთ თვისი შესაძლებლობებსი დამტკიცება, ერთი საქმეა როგორი პოლიტიკოსები და პიროვნებები არიან, რაზეც არაფერს ვიტყვი ეხლა, მაგრამ ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ და ბევრს მიაღწიეს.
gio
15 ნოემბერი 2017 13:04
0
საქართველო!!!!!
Alex.F.
14 ნოემბერი 2017 23:23
0

სიახლეები პოპულარული