იურგენ კლოპი: 15 წუთით ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, "სევილიასთან" ფრედ დასრულებული (3:3) მატჩის შემდეგ, "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თავისი ფეხბურთელების თამაშით გამოწვეული უკმაყოფილება ვერ დამალა:

"მეორე ტაიმში ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ. აბსოლუტურად ნორმალური იყო, რომ პირველი ტაიმის მერე თვითდაჯერებულნი ვიყავით. პრობლემა კონცენტრაციის დაკარგვაა.

ჩვენი მთავარი შეცდომა 15 წუთის განმავლობაში თამაშის შეწყვეტაა. პასიურები ვიყავით და ძალიან ღრმად ჩავდექით დაცვაში. მეტოქემ კი იბრძოლა. ყოჩაღ.

ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დავმარცხდით, მაგრამ არ დავმარცხებულვართ. კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და მთლად კარგ ხასიათზე
ვერა ვარ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული