"ლივერპულს" იულიან დრაქსლერის იჯარით აყვანა სურს

AutoSharing Option
"ეკიპიც" ცნობით, "ლივერპული" ნაახალწლევს პსჟ-ს გერმანელი ნახევარმცველის იულიან დრაქსლერის იჯარით აყვანას გეგმავს და კლუბებს შორის უკვე მიმდინარეობს მილაპარაკებები.

"წითლები" დრაქსლერის სამსახურით ჯერ კიდევ მაშინ იყვნენ დაინტერესებულნი, როდესაც "ვოლფსბურგში" თამაშობდა, მაგრამ მისი შეძენა ვერ მოახერხეს.

იულიანმა ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული