ლევანდოვსკის მეუღლეს უნდა რობერტმა ლოს ანჟელესში ითამაშოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის მეუღლე ანა სტაჩერსკი მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონია კარატეში (2009 წელს ამავე ტურნირზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა) და გაამხილა თუ სად აპირებს მისი თანამეცხედრე კარიერის დასრულებას:

"ჩვენ ლოს ანჟელესზე ვოცნებოთ. იქ გვინდა ჩვენი  ბრენდის Foods by Ann-ის ბიზნესი განვავითაროთ. იმედია, რობერტი ლოს ანჟელესურ გუნდში ითამაშებს. ეს ჩვენი ოცნების ასრულება იქნება".

გეცოდინებათ, ლოს ანჟელეს "გალაქსი" MLS-ის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, 2018 წლიდან კი ამ ქალაქს ამავე დივიზიონში მეორე გუნდიც ეყოლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული