"ტოტენჰემის" ნახევარმცველის მუსა დემბელეს სასტუმროში 1 მილიონი ფუნტის ძვირფასეულობა იპოვეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" 30 წლის ბელგიელი ნახევარმცველი მუსა დემბელე მალე ანტვერპენში სასტუმროს The Golden Shoe-ს გახსნის. შენობა, რომელიც ფეხბურთელმა შეიძინა, 700 წლისაა და მისი რემონტისას სარდაფში მოწყობილ სამალავში ძვირფასეულობა აღმოაჩინეს - მე-18 საუკუნის ანტიკვარული ჭურჭელი. როგორც ამტკიცებენ, მისი ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი ფუნტია.

"დემბელეს ოჯახს სარდაფში აუზის და სპა ცენტრის მოწყობა უნდა. ამიტომ პირველ რიგში შენობის ეს ნაწილი შევისწავლეთ. ძვირფასეულობა სამალავში აღმოვაჩინეთ. ის შენობის გეგმაში არ იყო მითითებული. უცნობია იქ როგორ მოხვდა. შესაძლოა, ძველმა პატრონმა დამალა და რაღაც მიზეზით ვეღარ გაიტანა",-განაცხადა ერთ-ერთმა
არქიტექტორმა.

ძვირფასეულობის ნაწილს სასტუმროს ჰოლში გამოფენენ, ხოლო ნაწილი უკვე გადაეცა ქალაქის მუზეუმს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული