პაულო დიბალას აგენტი "რეალთან" აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
Rai Sport-ი ირწმუნება, რომ ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის პაულო დიბალას ძმა და შეთავსებით აგენტი გუსტავო მადრიდის "რეალთან" აწარმოებს თავისი კლიენტის ტრანსფერზე მოლაპარაკებას.

ბლანკოსის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კარგა ხანია ცდილობს პაულოს გადაბირებას და გამოცემის მტკიცებით, ამასთან ახლოა.

თურმე, ფეხბურთელი წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, "სამეფო კლუბს" კი მისთვის ამხელა ხელფასის დანიშვნა არ უნდა. ცნობისათვის, ბიანკონერიში დიბალას სეზონური ანაზღაურება 7 მილიონია.

პაულოს ყოფილი კლუბის "პალერმოს" ექს-პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ამბობს, რომ დიბალა დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - ფული უყვარს ნამეტნავად.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამეტნავად? აქანა იქანა? :)
Dato
11:40 19-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული