ბლანკოსის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კარგა ხანია ცდილობს პაულოს გადაბირებას და გამოცემის მტკიცებით, ამასთან ახლოა.
თურმე, ფეხბურთელი წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, "სამეფო კლუბს" კი მისთვის ამხელა ხელფასის დანიშვნა არ უნდა. ცნობისათვის, ბიანკონერიში დიბალას სეზონური ანაზღაურება 7 მილიონია.
პაულოს ყოფილი კლუბის "პალერმოს" ექს-პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ამბობს, რომ დიბალა დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - ფული უყვარს ნამეტნავად.