დავიდ ლუისმა "ბარსელონას" თავისი შეძენა შესთავაზა

AutoSharing Option
კატალონიის რადიოს ცნობით, ლონდონის "ჩელსის" მცველი დავიდ ლუისი ბარსელონაში ვითომ ტრავმის სამკურნალოდ გაემგზავრა, სინამდვილეში კი "ბარსასთან" მოლაპარაკებები აწარმოა.

თუმცა, ფინანსური მოსაზრების გამო, ასულგრანამ მისი შეძენა გამორიცხა, რადგან ტრანსფერშიც დიდი ფულის გადახდა მოუწევთ და თან, მაღალი ხელფასი უნდა დაუნიშნონ და "პალმეირასის" მცველის იერი მინას ყიდვა უფრო აწყობთ.

ცნობილი გახდა, რომ ლონდონის "არსენალი" მზადაა ლუისის ტრანსფერში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული