ლუის სუარესმა კოუტინიოს "ბარსელონას" პაკეტში ჩადებული არაყი გაუგზავნა

AutoSharing Option
გუშინ, კატალონიურმა "სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ლივერპულის" ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს ნაახალწლევს 150 მილიონ ევროდ შეიძენს და სეზონურ გასამრჯელოდ 12 მილიონს დაუნიშნავს.

დღეს კი კოუტინიოს ყოფილმა თანაგუნდელმა ლუის სუარესმა "ბარსელონას" პაკეტით არაყი გაუგზავნა და წერილიც მისწერა:"ეს ჩემი უმცროსი ძმისთვის ფილიპე კოუტინიოსთვის. ბარსელონადან საჩუქარს გიგზავნი, რომელიც უნდა მოგეწონოს. ეს ჩვენს ერთად გატარებულ დროს გაგახსენებს".

თუ რატომ გააკეთა ეს ასე საჯაროდ სუარესმა და მითუმეტეს, მაინცდამაინც ფილიპეს სავარაუდო ტრანსფერის წინ, ამაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ უკლებლივ ყველა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ რომ გაავრცელა ამაზე ინფორმაცია,
ფაქტია და როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხომ შეიძლება რომ ბოლოს და ბოლოს შეეშვას ბარსელონა ლივერპულიდან ტალანტების გატაცებას. გავიგეთ რომ ბევრი აქვთ ფული და წარმატებული კლუბია, მაგრამ ფეხბურთი დაუტოვონ მაყურებელს და არა ბიზნესმენებს. მეზიზღება ამიტომ ეგეთი კლუბები. კეთილი ინებონ და მოიძიონ თვითონ ეგეთი ტალანტები და გაზარდონ.
@@@@
21:33 23-12-2017
0
და ღვინო კი არა არაყი მისცა
coco
23:53 21-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული