საშობაო არდადეგებს ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყნებში ატარებენ. დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი არაბთა გაერთიანებულ საამიროში ჩავიდა და არაბეთის უდაბნოში მეგობრებთან ერთად კვადროციკლით დაქრის.
"ბორუსიას" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ობას იანვარში არ გაყიდიან, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდნენ.