იურგენ კლოპი კოუტინიოს და სერხი რობერტოს ბარტერზე თანახმაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ძალიან უნდა "ლივერპულის" ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს შეძენა, მაგრამ მერსისაიდული კლუბი უარსაა. "დონ ბალონი" კი ამტკიცებს, რომ "წითლების" მენეჯერს იურგენ კლოპს მოსწონს "ბარსას" ჰავბეკი სერხი რობერტო და მზადაა კოუტინიოს ტრანსფერში ჩართოს, ოღონდ რა თქმა უნდა, ბარტერის შემთხვევაში კატალონიელებს გარკვეული თანხის დამატება მოუწევთ.

თავად სერხის გუნდის გამოცვლა არ უნდა, თუმცა ხელფასის მომატებას ითხოვს და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული