ამის შესახებ მედიას მისმა ძმამ აუწყა. რობერტო ასისის თქმით, რონალდინიოს ფეხბურთთან გამოსამშვიდობებელი მატჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიმართება.
რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა "გრემიოში" დაიწყო, რის შემდეგაც პსჟ-ში გადავიდა.
ბრაზილიელის საუკეთესო პერიოდი "ბარსელონას" უკავშირდება, რის შემდგომაც იგი "მილანის" მაისურს ირგებდა.
სწორედ "როსონერი" იყო ბოლო კლუბი, რომელშიც რონალდინიომ ევროპაში იასპარეზა.
მას 2015 წლის შემდეგ აღარ ჰქონდა ნათამაშები, როდესაც "ფლუმინენსეში" გამოდიოდა.