მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე საავადმყოფოში მოხვდა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე საავადმყოფოში მოხვდა და იგი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

იგი ლონდონში უნდა გაფრენილიყო, სადაც კვირა საღამოს, ფეხბურთის მწერალთა ასოციაციაზე უნდა დაეჯილდოებინათ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან ეს ვერ შეძლო.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის გაუარესება ზედმეტმა გადაღლამ გამოიწვია.

ლეგენდარული ბრაზილიელი ამჟამად 77 წლისაა. იგი ლონდონში ჩასვლას ვეღარ მოახერხებს, მწერალთა ასოციაციამ კი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობა უსურვა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული