იუპ ჰაინკესი: მე დემბელეს და ობამეიანგს მათი საქციელის გამო არ შევიძენდი

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ESPN-ს განუცხადა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელები ტრანსფერებისას უწესოდ იქცევიან:

"დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მოთამაშეების უსმან დემბელეს და პიერ-ემერიკ ობამეიანგის საქციელი მიუღებელია. ასეთი რამები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ახლა არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ფეხბურთელები ძალზედ პრივილიგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ეს კოუტინიოს ტრანსფერის შემთხვევაშიც დავინახეთ, თუმცა იქ ყველაფერი ნორმალურად გადაწყდა.

ეთიკა და მორალი ჩვენი მუშაობის ნაწილია და ყურადღება უნდა მივაქციოთ, რაც სამყაროში ხდება. უნდა გვესმოდეს, როგორ უჭირს უბრალო ხალხს ისეთი თანხის გამომუშავება, როგორსაც ფეხბურთელები ერთ თვეში იღებენ.

მეგობრობაზე არ
მინდა ვილაპარაკო, მაგრამ ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა. აქ არ შეიძლება წინ პირადი ინტერესები დააყენო. მე პირადად ასეთ ტრანსფერებზე უარს ვიტყოდი. ასეთი რამ ჩვენს კლუბში არ მოხდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული