Le Parisien-ის ინფორმაციით, უეფას სურს ისეთ კლუბებზე, როგორებიცაა "მანჩესტერ სიტი" და პსჟ, კონტროლი გაამკაცროს. ახალ წესებზე უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2018 წლის მარტში იმსჯელებს.
წესების ახალი ვერსია კლუბების ტრანსფერების ხარჯებს გააკონტროლებს. მოსალოდნელია, რომ შეძენილ და გაყიდულ ფეხბურთელების თანხის სხვაობა წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტი არ უნდა იყოს. გარდა ამისა უეფა აპირებს კლუბის ვალები გააკონტროლოს.
კიდევ ერთი ახალი წესი შესაძლოა ფეხბურთელების რაოდენობას შეეხოს, რომლებიც კლუბში 25-ზე მეტნი არ უნდა იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო