ფიგუ: ერთა ლიგა ყველა ნაკრებისთვის საინტერესო იქნება

AutoSharing Option
უეფას მრჩეველმა ლუიშ ფიგუმ ერთა ლიგაზე გამოთქვა მოსაზრება, რომლის კენჭისყრა 24 იანვარს ლოზანაში ჩატარდება:

"ვფიქრობ, ეს ტურნირი ყველა ნაკრებისთვის საინტერესო იქნება, ვინაიდან მნიშვნელოვანი მატჩები გაიმართება. ამასთან, ფეხბურთელებს არ გამოიძახებენ სხვა შეხვედრებში.

გუნდები რეიტინგის მიხედვით ჯგუფებში იქნებიან განაწილებულნი. დაახლოებით ერთნაირი დონის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. დაბალი რეიტინგის ნაკრებებს ევროპირველობის საგზურის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ. ყოველივე ეს ტურნირს კონკურენტულს და მიმზიდველს გახდის".
ასევე დაგაინტერესებთ