გიორგი ჯიქიამ ოპერაცია გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელმა "ინსტაგრამზე" დაწერა - "ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ".

შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა რამდენიმე კვირის უკან, ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას მიიღო.

"სპარტაკისა" და "შანხაი-სიპგის" შეხვედრაში მან მუხლქვეშა მყესის მძიმე ტრავმა მიიღო, რაც სავარაუდოდ, 5 თვეს გამოატოვებინებს.

ამ ყველაფრის გამო კი, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ასევე დაგაინტერესებთ