შოთა არველაძის გუნდმა შოტლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი იყიდა

AutoSharing Option
სენსაციური ტრანსფერი განახორციელა ტაშკენტის "ფახთაქორმა", რომლის მთავარი მწვრთნელიც შოთა არველაძეა. მათ 350 000 ათას ფუნტად შოტლანდიური "ჰართსის" ფორვარდი ისმა გონსალვეში იყიდეს.

გონსალვეში წარმოშობით გვინეა-ბისეაუდანაა, მაგრამ პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს მიღებული. მას შოტლანდიის მიმდინარე ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 6 ბურთიც ჰქონდა გატანილი და წამყვანი გუნდების ინტერესთა სფეროში იყო მოქცეული.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბრიტანულმა პრესამ ეს ტრანსფერი სუპერსენსაციურად შერაცხა.

"ჰართსის" მთავარი მწვრთნელის, კრეიგ ლევინის თქმით კი, მათ კარგი შეთავაზება მიიღეს, რაზეც უარი ვერ თქვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული