მესი ბექჰემს: იქნებ რამდენიმე წელში შენს გუნდში სათამაშოდ დამიძახო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დევიდ ბექჰემს აშშ-ში საკუთარი კლუბის შექმნა მიულოცა.

ბექჰემმა MLS-ში გუნდის დასარეგისტრირებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია მიიღო. ინგლისელმა აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას ლიგაში გასაწევრიანებლად 25 მილიონი დოლარი გადაუხადა.

"სალამი, დევიდ! პირველ რიგში, გილოცავ და იმედია, ყველაფერი კარგად აგეწყობა. ვინ იცის, იქნებ რამდენიმე წელში შენს გუნდში სათამაშოდ დამიძახო", - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.

აღსანიშნავია, რომ კლუბი მაიამიში იქნება დაფუძნებული. კლუბის სახელი ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული