ტიბო კურტუა: ჩემი გული მადრიდშია

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების გოლკიპერმა ტიბო კურტუამ აღიარა, რომ მისმა ოჯახმა "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეიძლება იმოქმედოს.

"კლუბს ხელშეკრულების გაგრძელების მოლაპარაკებაზე შევუთანხმდი. 2019 წლის ზაფხულამდე აქ უნდა ვიყო და არსად არ მეჩქარება. მადრიდში ჩემი ორი შვილი ცხოვრობს. როდესაც საშუალება მეძლევა, ესპანეთში მივემგზავრები. ჩემს სიტუაციაში ეს ადვილი მოსახერხებელი არაა. დიახ, ჩემი გული მადრიდშია. ეს ლოგიკური და გასაგებია.

თუ "რეალი" ჩემი სამსახურით დაინტერესდება, ამან შეიძლება ჩემს გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. ოჯახი უპირველესია. თუმცა, განვმეორდები, ახლა "არისტოკრატებთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე მომიწევს მოლაპარაკება",-განუცხადა კურტუამ Sport/Foot Magazine-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული