"ასე მგონია, ბლანკოსის ჩავარდნა ნორმალური მოვლენაა, რადგან პრიმერა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამასთან, ზაფხულში პეპე, მორატა და ხამესი წავიდნენ გუნდიდან. ჩათვალეს, რომ მათ ახალგაზრდებით შეცვლიდნენ. გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ბალანსი არ უნდა დაირღვეს.
და მაინც - ნუ ჩამოწერთ "რეალს". ამას ჩემი გამოცდილება მკარნახობს. მათ ამ ტურნირზე მეტი გამოცდილების ხარჯზე შეუძლიათ პსჟ-ს დამარცხება".