არაკომერციულმა ორგანიზაცია Federbet-ემ, რომელიც ჩაწყობილ თამაშებს იძიებს, ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სახელდობრ, მისმა ხელმძღვანელმა ფრანჩესკო ბარანკამ თქვა, რომ მატჩის სცენარი უცნაურად განვითარდა, "ურალი" 55-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა და ამ დროს "ურალის" 2 და მეტი გოლით მოგებაზე უჩვეულოდ ბევრი ფსონი დაიდო.