რობერტ ლევანდოვსკი: "რეალში" არ გადავდივარ, ეს ჭორია

AutoSharing Option
ორიოდ დღის წინ "მარკამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 წლის პოლონელ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულში "რეალში" გადასვლა უნდა და მზადაა მადრიდულ კლუბთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკება დაიწყოს.

გამოცემის მტკიცებით, "ბაიერნთან" 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმებულ ხელშეკრულებაში კლაუსულას პუნქტი არაა შეტანილი , ფეხბურთელის აგენტი ბლანკოსთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და "რეკორდმაისტერი" მზადაა თავდამსხმელი გაყიდოს.

თავად რობერტმა კი განაცხადა, რომ ეს მისთვის სიახლე არაა, ყოველ წელს რაღაც-რაღაცებს უგონებენ, წარმოდგენა არა აქვს ვინ უვრცელებს ჭორებს და დიდად არც აინტერესებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული