უსმან დემბელე შეიძლება "ბარსელონადან" "არსენალში" გადავიდეს

AutoSharing Option
"დონ ბალონის მტკიცებით, არაა გამორიცხული, რომ 20 წლის თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ზაფხულში "ბარსა" დატოვოს და "არსენალში" გადაბარგდეს.

Transfermarkt-ის ცნობით, დემბელეს სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა და მისი სამსახურით "ატლეტიკოცაა" დაინტერესებული.

გუშინ "მუნდო დეპორტივომ" იუწყა, რომ იმისათვის, რათა უსმანს ადაპტაცია გაუადვილდეს, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და სწრაფი კვების ობიექტებში არ ისადილოს, "ბარსელონამ" პირადი მცველი და მზარეული გამოუყო.